logo_geo
eng_logo
საფრანგეთის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

21 იანვარი. 2022. 22:53

  

საფრანგეთის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს კლოდ გეანს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, მათ შორის 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ Europe 1 ავრცელებს.

 

საქმე ეხება ელისეს სასახლის დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებისას კონტრაქტების გაფორმებისას დაშვებულ დარღვევებს.

 

77 წლის გეანი, რომელიც თვეზე მეტია სხვა საქმის გამო პარიზის ერთ-ერთი ციხეში იხდის სასჯელს, განაჩენის გამოცხადებას არ ესწრება. ექსმინისტრის ადვოკატმა განაცხადა, რომ სასამართლოს განაჩენს გაასაჩივრებს.

 

კლოდ გეანი საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს 2011-2012 წლებში ხელმძღვანელობდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner