„ძლივს არ გვეღირსა ნორმალური მინისტრები?"- მიხეილ მუმლაძე მთავრობაში მომხდარ საკადრო ცვლილებებს დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ საჭიროა ხელისუფლებამ საზოგადოებამდე მიიტანოს ყველა ის სიკეთე და ცვლილება, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ მოხდა.
საქართველოს მთავრობაში არსებულ 3 ძლიერ, ნორმალურ მინისტრს /სერგეენკოს, კახიშვილს და ჯავახიშვილს/ ძლივს ეღირსა 2 ღირსეული პიროვნების ლევან იზორიას და ქეთი ციხელაშვილის შემატება.
აღარ დადგა დრო საქართველოში რომ ამდენი უსაქმური, უცოდინარი, არაფრის გამკეთებელი და არაპატრიოტი მინისტრები, გუბერნატორები, მერები, გამგებლები, პარლამენტარები, ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელები, დიდი გაერთიანებების ხელმძღვანელები, საქართველოს ელჩები ნორმალური კადრებით შეიცვალოს?
დღევანდელმა მთავრობამ პიარი და აგიტაცია რომ არ იციან ეს ხომ ცნობილია, მაგრამ იქნება საჩქაროდ ღირსეული პიროვნება ნახონ ან მე შევურჩევ საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის ხელმძღვანელად რომელიც 1 თვეში შეძლებს ამ მეტად სამარცხვინო ტელევიზიის ნორმალურ კალაპოტში ჩაყენებას.
რა თქმა უნდა მთავრობას, ქვეყანას პიარისთვის ჭირდება 1 კარგი გაზეთიც და ინტერნეტში საიტიც.
მიხეილ მუმლაძე
ა(ა)იპ „ჩვენი საქართველო"-ს ლიდერი, პოლიციისა და იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი."