logo_geo
eng_logo
პოლონეთის პრემიერი ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს, რუსეთის მიმართ მკაცრი და ერთიანი პოზიცია დაიკავონ
- +

22 იანვარი. 2022. 02:07

 

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს, რუსეთის მიმართ მკაცრი და ერთიანი პოზიცია დაიკავონ.

 

დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონელ კოლეგასთან, ანდჟეი დუდასთან ორდღიანი მოლაპარაკებები დაასრულა. პოლონეთში განაცხადეს, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, კიევს ვარშავის მხარდაჭერის იმედი შეიძლება ჰქონდეს.

 

„პოლონეთი ცალსახად უჭერს მხარს უკრაინას მის პროდასავლურ მისწრაფებებში. რუსული მუქარის პირობებში, უკრაინისთვის მთავარია ევროპის ერთიანობა და სოლიდარობა. რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ საქმე აქვს ერთიან ფრონტთან, გამონაკლისის გარეშე“, - აღნიშნა მატეუშ მორავეცკიმ.

 

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ასევე გაუსვა ხაზი პოლონეთის მხარდაჭერას კიევისთვის.

 

„პოლონეთი უარყოფს გავლენის სფეროების კონცეფციას და მხარს უჭერს უკრაინის სრულ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner