ლაგოდეხში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა დუმბაძის ქუჩაზე მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები.
ადგილზე მობილიზებული იყო შსს საგანგებო სიტუაციების მართვის ლაგოდეხის სამსახურის სახანძრო ბრიგადები. მეხანძრე - მაშველების მიერ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.