logo_geo
eng_logo
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში განსახილველად რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალი პაკეტი შევიდა
- +

22 იანვარი. 2022. 10:04

 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრეგორი მიქსმა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა, რომელიც იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. ანალოგიური კანონპროექტი კონგრესის ზედა პალატაში საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა, რობერტ მენენდესმა შეიტანა.

 

კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს ნავთობსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ წინააღმდეგ, რუსეთის მომპოვებელი მრეწველობის და სულ მცირე სამი ​ფინანსური ინსტიტუტის წინააღმდეგ. კანონპროექტში ასევე შეტანილია სანქციები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ და რუსეთის საგარეო ვალთან ნებისმიერი ოპერაციების აკრძალვა. გარდა ამისა, გრეგორი მიქსი უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდის ინიციატივით გამოდის.

 

კანონპროექტი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ხელმოსაწერად მხოლოდ კონგრესის ორივე პალატის მიერ დამტკიცების შემდეგ გადაეგზავნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner