„ეს არის დანაშაული ერის წინაშე. ამაზე ხმა უნდა აიმაღლოს ყველა ქართველმა"- ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი საგანგაშო ფაქტის შესახებ წერს:
ისტორიკოსმა ზეინაბ ბუაჩიძემ საგანგაშო ფაქტი გამოავლინა - 2012 წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ დაბეჭდილ „ქართლის ცხოვრებაში" (პირველი ტომი, მე-11 გვერდის ბოლოს წინა აბზაცი) ჩამატებულია ფრაზა, რომლითაც გამოდის, რომ კავკასიელთა, თარგამოსის შთამომავალთა ენა ყოფილა სომხური. ჩამატებული წინადადება ასეთია - ,,და ამათ ყოველთა იყო ერთი ენაი - სომხური".
ზეინაბ ბუაჩიძე: „სულაკაურის გამოცემა შევადარე 1955 წელს სიმონ ყაუხჩიშვილის გამოცემას (პირველი ტომის მეექვსე გვერდი). ვერც ამ და ვერც სხვა აკადემიურ გამოცემაში მსგავს ფრაზას ვერ ნახავათ. მეტსაც გეტყვთ - მეთერთმეტე საუკუნეში „ქართლის ცხოვრება" სომხურად ითარგმნა და მსგავს ფრაზას ვერც ამ თარგმანში ნახავთ. დილით სულაკაურის გამომცემლობაში დავრეკე, ჩემი ვინაობა ვუთხარი. პასუხად მომიგეს, 2012-ში გამოცემული „ქართლის ცხოვრების" რედაქტორი ჩვენთან აღარ მუშაობს; გავარკვევთ და დაგიკავშირდებითო, მაგრამ ჯერ არ დაურეკიათ. გაოგნებული ვარ. ეს არის დანაშაული ერის წინაშე. ამაზე ხმა უნდა აიმაღლოს ყველა ქართველმა".
ბოლოთქმა ჟურნალისტებისთვის - ზეინაბ ბუაჩიძე ხარაგაულში, ლიტერატურულ კონკურს „ოდეონზე" გავიცანი. თუ მისი ტელეფონის ნომერი დაგჭირდებათ, პირად ფოსტაში მომწერეთ."- წერს მიქიაშვილი.