logo_geo
eng_logo
ნინო მიქიაშვილი: ეს არის დანაშაული ერის წინაშე! ამაზე ხმა უნდა აიმაღლოს ყველა ქართველმა!
- +

3 აგვისტო. 2016. 23:45


ეს არის დანაშაული ერის წინაშე. ამაზე ხმა უნდა აიმაღლოს ყველა ქართველმა"- ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი საგანგაშო ფაქტის შესახებ წერს:

 

 

ისტორიკოსმა ზეინაბ ბუაჩიძემ საგანგაშო ფაქტი გამოავლინა - 2012 წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ დაბეჭდილქართლის ცხოვრებაში" (პირველი ტომი, მე-11 გვერდის ბოლოს წინა აბზაცი) ჩამატებულია ფრაზა, რომლითაც გამოდის, რომ კავკასიელთა, თარგამოსის შთამომავალთა ენა ყოფილა სომხური. ჩამატებული წინადადება ასეთია - ,,და ამათ ყოველთა იყო ერთი ენაი - სომხური".

 

ზეინაბ ბუაჩიძე: „სულაკაურის გამოცემა შევადარე 1955 წელს სიმონ ყაუხჩიშვილის გამოცემას (პირველი ტომის მეექვსე გვერდი). ვერც ამ და ვერც სხვა აკადემიურ გამოცემაში მსგავს ფრაზას ვერ ნახავათ. მეტსაც გეტყვთ - მეთერთმეტე საუკუნეშიქართლის ცხოვრება" სომხურად ითარგმნა და მსგავს ფრაზას ვერც ამ თარგმანში ნახავთ. დილით სულაკაურის გამომცემლობაში დავრეკე, ჩემი ვინაობა ვუთხარი. პასუხად მომიგეს, 2012-ში გამოცემულიქართლის ცხოვრების" რედაქტორი ჩვენთან აღარ მუშაობს; გავარკვევთ და დაგიკავშირდებითო, მაგრამ ჯერ არ დაურეკიათ. გაოგნებული ვარ. ეს არის დანაშაული ერის წინაშე. ამაზე ხმა უნდა აიმაღლოს ყველა ქართველმა".

 

ბოლოთქმა ჟურნალისტებისთვის - ზეინაბ ბუაჩიძე ხარაგაულში, ლიტერატურულ კონკურსოდეონზე" გავიცანი. თუ მისი ტელეფონის ნომერი დაგჭირდებათ, პირად ფოსტაში მომწერეთ."- წერს მიქიაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner