logo_geo
eng_logo
ივანე ჩხაიძე: საქართველოში შეიძლება გაცილებით მეტი დღიური შემთხვევაც დაფიქსირდეს - 18-20-25 ათასი ინფიცირება ერთ დღეში
- +

22 იანვარი. 2022. 11:16

 

 

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე „ქრონიკასთან“ საუბარში აცხადებს, რომ სავარაუდოდ, საქართველოში შეიძლება გაცილებით მეტი დღიური შემთხვევაც დაფიქსირდეს - 18-20-25 ათასი ინფიცირება ერთ დღეში.

 

„როდესაც ჩვენ ინფიცირებულთა დღევანდელ რაოდენობაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის, რაც ვიცით პრაქტიკულად ყველა ქვეყნიდან, 3-4-5-ჯერადი ზრდა არის მანამდე არსებულ მაქსიმუმთან შედარებით. ჩვენთვის მანამდე არსებული მაქსიმუმი იყო 6 ათასი, ასე რომ, სავარაუდოდ, საქართველოში შეიძლება გაცილებით მეტი დღიური შემთხვევაც დაფიქსირდეს - 18-20-25 ათასი ინფიცირება ერთ დღეში. ეს მატება შესაძლებელია იანვრის ბოლომდე გაგრძელდეს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner