logo_geo
eng_logo
ივანე ჩხაიძე: „ომიკრონს“ ახასიათებს ისეთივე მიმდინარეობა, როგორც გაციებას, ხოლო „დელტა“ შეიძლება უფრო მეტად გრიპს შევადაროთ
- +

22 იანვარი. 2022. 11:32

 

 

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე „ქრონიკასთან“ საუბარში აცხადებს, რომ „ომიკრონს“ ახასიათებს ისეთივე მიმდინარეობა, როგორც გაციებას, ხოლო „დელტა“ შეიძლება უფრო მეტად გრიპს შევადაროთ.

 

„არ მგონია, რომ ვინმეს შეეძლოს კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით ზუსტი განსხვავება, ეს არის „ომიკრონი“ თუ „დელტა“. ერთი განსხვავება, რაც შეიძლება იყოს გამოსადეგი, ეს არის დაავადების მიმდინარეობის სიმძიმე. „ომიკრონს“ ახასიათებს ისეთივე მიმდინარეობა, როგორც გაციებას, ხოლო „დელტა“ შეიძლება უფრო მეტად გრიპს შევადაროთ. გრიპის დროს დამახასიათებელია თავის ძლიერი ტკივილი, კუნთების ტკივილი, ძალიან მაღალი ტემპერატურა. „ომიკრონის“ შემთხვევაში ტემპერატურა არაა მაღალი, არ ახასიათებს თავის ან კუნთების ძლიერი ტკივილი, ტიპურია ცხვირიდან გამონადენი, ცხვირის გაჭედილობა, წელის ტკივილი, ღამის ოფლიანობა“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner