logo_geo
eng_logo
ივანე ჩხაიძემ განმარტა, „ომიკრონის“ დროს რა შემთხვევაში ხდება ბავშვის სტაციონარში გადაყვანა
- +

22 იანვარი. 2022. 11:33

 

 

„ომიკრონი“ გაცილებით ნაკლებად მძიმემ მიმდინარეობს ბავშვებში. შესაბამისად, ბავშვების უმრავლესობა უნდა დარჩეს ბინაზე“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა.

 

მისი თქმით, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის დროს 100 ინფიცირებულიდან სამი საჭიროებდა საავადმყოფოში მოხვედრას. კორონავირუსის ომიკრონის დროს ეს მაჩვენებელი 0,9-ს შეადგენს.

 

„ომიკრონს“ გაცილებით ნაკლებად მძიმე მიმდინარეობა აქვს ბავშვებში. შესაბამისად, ბავშვების უმრავლესობა უნდა დარჩეს ბინაზე. ასეთ დროს მშობლებისთვის საყურადღებოა ტემპერატურის მატება - 38,5 გრადუსი და მეტი, რაც სიცხის დამწევის მიცემის აუცილებლობას განაპირობებს“, - განაცხადა ჩხაიძემ.

 

მისი თქმით, მშობლებმა საავადმყოფოს უნდა მიმართონ თუ ბავშვს ტემპერატურა სამი და მეტი დღის განმავლობაში აღენიშნება. სხვა შემთხვევაში მათ შეუძლიათ ბავშვს სიცხის დამწევი საშუალებები დაალევინონ.

 

„ასე, რომ დააკვირდით ბავშვს. მიეცით სიცხის დამწევი საშუალება და დაიცავით 6-საათიანი ინტერვალი. მეორე საყურადღებო ნიშანი, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, ეს არის სუნთქვის გახშირება. ძალიან ხშირი და უჩვეულოდ ხმაურიანი სუნთქვა შეიძლება ასევე გახდეს მინიმუმ ექიმის კონსულტაციის მიზეზი და შემდეგ ექიმმა გადაწყვიტოს, არის თუ არა აქ ფილტვების დაზიანება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ომიკრონი „დელტასგან“ განსხვავებით, ფილტვების დაზიანებით ნაკლებად მიმდინარეობს. მას არ ახასიათებს იმ სიხშირის ფილტვების ანთება, რაც „დელტას“ შემთხვევაში იყო“, - განაცხადა ჩხაიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner