logo_geo
eng_logo
რას უნდა მიაქციონ მშობლებმა პოსტკოვიდურ პერიოდში - ივანე ჩხაიძის რჩევები
- +

22 იანვარი. 2022. 11:42

 

 

„რას უნდა მიაქციონ მშობლებმა პოსტკოვიდურ პერიოდში“, - ამ საკითხზე იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.

 

„პოსტკოვიდური პერიოდისთვის ჩვენ გვაქვს განსაზღვრული საზღვრები - ეს არის მწვავე ფაზის გადატანიდან 4-6 კვირა. ამ პერიოდში ვითარდება, შედარებით იშვიათად, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია ეს გართულება - ე.წ. მულტისისტემური ანთებითი სინდრომი. პირველ რიგში ის გულისხმობს მაღალ ტემპერატურას და ტემპერატურასთან ერთად რამდენიმე სისტემის ჩართვას დაავადების პროცესში. ეს შეიძლება იყოს ხველა და ნაწლავთა მოქმედების გახშირება, კანზე გამონაყარი და ძლიერი მუცლის ტკივილი, შეშუპება და ა.შ. ეს საკმაოდ სერიოზული გართულებაა, მაგრამ ძალიან იშვიათი. საქართველოში მხოლოდ 100-მდე შემთხვევაა დადასტურებული ლაბორატორიულად. თუ ჩავთვლით, რომ 100 000-მდე ბავშვია ინფიცირებული საქართველოში, აქედან 100 შემთხვევა საკმაოდ დაბალი მაჩვენებელიაა. ყველა ასეთი შემთხვევის მართვა წარმატებით განხორციელდა და ძალიან ბევრმა მშობელმა ჩვენგან გაიგო, რომ მისი შვილი ინფიცირებული იყო კორონავირუსით. ამიტომ საყურადღებო ნიშნად ისევ ტემპერატურის მატება რჩება“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner