logo_geo
eng_logo
მაკა ბულეიშვილი: მოსახლეობას უნდა ვთხოვოთ, კიდევ უფრო მეტად შეამცირონ მობილობა
- +

22 იანვარი. 2022. 11:43

 

 

„მოსახლეობას უნდა ვთხოვოთ, კიდევ უფრო მეტად შეამცირონ მობილობა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, თერაპევტმა მაკა ბულეიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

 

მისი თქმით, შესაძლოა სიმპტომების აღმოჩენისთანავე, პირველივე დღეებში ტესტირებამ არ დაადასტუროს კორონავირუსით ინფიცირება. ამდენად, მან მიმართა მოსახლეობას, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დარჩნენ იზოლაციაში.

 

„მოსახლეობას უნდა ვთხოვოთ, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა შევამციროთ მობილობა. ამიტომ, თუკი რაიმე სიმპტომები გექნებათ, ასეთ შემთხვევაში ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ, რომ რომელი შტამიც არ უნდა იყოს, თუნდაც ეს იყოს სეზონური გრიპი, უნდა ვიმყოფებოდეთ იზოლაციაში. ასევე, ჩვენი ოჯახის ექიმის დაკვირვების ქვეშ“, - განაცხადა ბულეიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner