logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ქალი ,,ჭუტლექსვიზიაში" ზის და იძახის, ,,ნაცები" თქვენკენ მოიკითხეთო
- +

22 იანვარი. 2022. 12:41

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„ეს გოგონა (გახარიას პარტმუშაკი ანა ბუჩუკური) ზის ,,ნაცების" ტელევიზიაში და ,,ოცნებას" ეძახის, ,,ნაცები" თქვენკენ მოიკითხეთო!

 

ჩვენაო, არც ჩხორუწყუში და არც წალენჯიხაში ,,ნაციონალებთან" ალიანსში არ შევსულვართ, გვიგონებენ და გვაბულინგებენ, რა კოალიცია, რი ატმი კურკა, რომელი ლეღვის ტოტიო? ეგღა გვაკლია, ,,ნაცებთან'' გავრიგდეთო!

2007-ში სტუდენტი ვიყავი და ძალიან კარგად მახსოვს ყველაფერიო. ეს რაღა შუაში იყო, ვერ გავიგე.

 

არა, მაინც მაგარია, ქალი ,,ჭუტლექსვიზიაში" ზის და იძახის, ,,ნაცები" თქვენკენ მოიკითხეთო... თქვენკენო, ,,ნაცების" ტელევიზიაში იძახის ამას!

 

ამ ქვეყანაში ნამუსი ,,ჩკა", ბატონო კუკური?!“- წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner