NATO ხმელთაშუა ზღვაში მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს Neptune Strike-ს გამართავს. პენტაგონის წარმომადგენლის, ჯონ კირბის განცხადებით, წვრთნები 24 იანვარს დაიწყება და 4 თებერვლამდე გასტანს.
„წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს ამერიკული ავიამზიდი USS Harry S. Truman. 2020 წელს დაგეგმილ წვრთნებში რამდენიმე ქვეყანა ჩაერთვება, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ერთიანი, ქმედითუნარიანი და ძლიერია“, - აცხადებს ჯონ კირბი.
თუ რომელი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას წვრთნებში აშშ-თან ერთად, კირბის არ დაუკონკრეტებია.