პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის ასე აბუჩად მოხსენიება, რომ მან დრო ვერ მონახა და ვერ მოიცალა, არ არის კორექტული. ასე გამოეხმაურა ის სამი ევროპარლამენტარის განცხადებას ჟან მონეს დიალოგის ფარგლებში გაუქმებული ვიზიტის შესახებ.
„როდესაც ორი დღით ადრე ეუბნები პარლამენტის თავმჯდომარეს, აი, ახლა ჩამოვდივარ და რაღაც ფორმატს ვიწყებთ, ამ დროს კი ეს ფორმატი სულ სხვა რეჟიმში უნდა შეთანხმდეს, ეს არ არის კორექტული დამოკიდებულება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა ფორმატში ვთანამშრომლობთ ევროპარლამენტთან და ამ ფორმატშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას, ოღონდ ამ ფორმატისთვის დამახასიათებელი წესის მიხედვით“, - აცხადებს ქადაგიშვილი.