logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შესარჩევად მთავრი პრიორიტეტი მათი პროფესიონალიზმი და მიუკერძოებლობა იქნება
- +

22 იანვარი. 2022. 15:23

 

 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შესარჩევად მისთვის მთავარი პრიორიტეტი მათი პროფესიონალიზმი და მიუკერძოებლობა იქნება.

 

„კანდიდატების შესარჩევად მთავარი კრიტერიუმებია: პროფესიონალიზმი და მიუკერძოებლობა. მე ჩემი ხედვა, მყარი პოზიცია ამასთან დაკავშირებით გამაჩნია. ის, რომ გიორგი კალანდარიშვილი ამ სფეროში ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალი და მცოდნეა და რომ ცესკოს თავმჯდომარეობის პერიოდში ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ ხაზგასმით აღნიშნა, საარჩევნო კომისიის მაღალ ორგანიზებულობა და მისი მუშაობის გამჭვირვალობა, რა თქმა უნდა, ეს მისი აქტივია“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი დღეს წარუდგინა

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner