პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შესარჩევად მისთვის მთავარი პრიორიტეტი მათი პროფესიონალიზმი და მიუკერძოებლობა იქნება.
„კანდიდატების შესარჩევად მთავარი კრიტერიუმებია: პროფესიონალიზმი და მიუკერძოებლობა. მე ჩემი ხედვა, მყარი პოზიცია ამასთან დაკავშირებით გამაჩნია. ის, რომ გიორგი კალანდარიშვილი ამ სფეროში ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალი და მცოდნეა და რომ ცესკოს თავმჯდომარეობის პერიოდში ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ ხაზგასმით აღნიშნა, საარჩევნო კომისიის მაღალ ორგანიზებულობა და მისი მუშაობის გამჭვირვალობა, რა თქმა უნდა, ეს მისი აქტივია“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი დღეს წარუდგინა