logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ნაცებისა და მათი ევროპული ლობის ჭინთვები უბრალიდ სასაცილოა
- +

22 იანვარი. 2022. 15:34

 

 

ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მიერ გავრცელებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ ჟან მონეს დიალოგი ეფუძნება მინიმალური საჯაროობის პრინციპს. შესაბამისად, 21 იანვარს სამი ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებული განცხადება მხოლოდ და მხოლოდ ზრდის პოლარიზაციის რისკებს და ხელს არ უწყობს დიალოგის დაწყების პროცესს. – „ნაცების და მათი ევროპული ლობის ჭინთვები და უსაგნო დიალოგები უბრალოდ სასაცილოა. სასაცილოა რადგან პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს უამრავი საქმე აქვს და ამ სისულელეებში დროის კარგვა მიზანშეუწონელია“.

 

„ეს ორი დღეა ე.წ. კრიტიკულ მედიას ახალი შფოთვის დღეები დაეწყო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უარი თქვა სამ ევროპარლამენტართან ჟან მონეს დიალოგის ფორმატში ურთიერთობაზე. საინტერესოა რა არის ეს "დიალოგი" და რა რეალური პერსპექტივები აქვს ამ ფორმატში მუშაობას: ეს ფორმატი ევროპარლამენტის მხარდაჭერით შექმნილი ინტერპარტიული დიალოგის პლატფორმაა პოლიტიკური ლიდერებისთვის, რათა მათ კონსენსუსს მიაღწიონ ეროვნული პოლიტიკის პრიორიტეტულ საკითხებზე. დიალოგს საფუძვლად ჟან მონეს სამუშაო მეთოდი უდევს და გულისხმობს ყველა მონაწილის შეთანხმებას როგორც განსახილველ თემებსა და მეთოდოლოგიაზე, ასევე ცხრა, აუცილებელ წესზე. ცხადია ცხრავე წესის ცალ-ცალკე განხილვა შორს წაგვიყვანს. ამიტომ რამდენიმე მათგანს შევეხები: მედიაციის პრინციპები საჭიროებისამებრ იქნება გამოყენებული. ყველა პოლიტიკური პარტია მონაწილეობს თანაბარ პირობებში. ნულოვანი შედეგი გამოირიცხება წინასწარ არაფერია დაწესებული და/ან გამორიცხული. არაფერია შეთანხმებული, სანამ ყველაფერი არ შეთანხმდება. არანაირი კომუნიკაცია მედიასთან, სანამ კონკრეტული შედეგი არ იქნება. როგორ წარმოგიდგენიათ რამდენად არის შესაძლებელი ამ პუნქტების პატიოსნად შესრულება ნაცების და მათზე დაქვემდებარებული მედიის პირობებში, როდესაც მსგავსი მედიაციის გამოცდილება შარლ მიშელის დოკუმენტთან მიმართებაში უკვე გვაქვს? ევროპარლამენტმა ჟან მონეს დიალოგის მეთოდოლოგია პირველად 2016 წელს, უკრაინის ვერხოვნა რადასთან თანამშრომლობის ფარგლებში გამოიყენა, მოგვიანებით კი - ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის და სერბეთის ეროვნული კრების მხარდასაჭერად. იმ "შედეგებზე" საუბარი რაც უკრაინამ ან სერბეთმა მიიღო მგონი ზედმეტია. ასე რომ ნაცების და მათი ევროპული ლობის ჭინთვები და უსაგნო დიალოგები უბრალოდ სასაცილოა. სასაცილოა რადგან პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს უამრავი საქმე აქვს და ამ სისულელეებში დროის კარგვა მიზანშეუწონელია. ეგაა და ეგ“, - წერს გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner