logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: „ომიკრონით“ ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ ჯანდაცვის სისტემა არათუ მოუმზადებელია, ის მზადაა როგორც არასდროს
- +

22 იანვარი. 2022. 15:41

 

 

„სიტუაცია აბსოლუტურად კონტროლირებადია. სისტემა არათუ მოუმზადებელია, არამედ ის არის მზად, როგორც არასდროს“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, აღნიშნულში იგულისხმება ოჯახის ექიმები და ონლაინკლინიკები.

 

„60 ონლაინ კლინიკა იყო და 40 დაემატა. ახლა ბინაზე დარჩენილ ავადმყოფებს 100 ონლაინ კლინიკა ემსახურება, რაც უპრეცენდენტო რიცხვია. სტაციონარში კი 8 000 საწოლია მობილიზებული და მხოლოდ ნახევარზე ცოტა მეტი, 4 500 საწოლია დაკავებული“, - განაცხადა ცერცვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner