logo_geo
eng_logo
ბელგიამ კოვიდსერტიფიკატების მოქმედება ვადა 5 თვემდე შეამცირა
- +

22 იანვარი. 2022. 15:56

 

 

„ბელგიამ კოვიდსერტიფიკატების მოქმედების ვადა 5 თვემდე შეამცირა“, - ამის შესახებ Reuters იტყობინება.

 

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ალექსანდრ დე კროოს გადაწყვეტილებით, 1 მარტიდან ამოქმედდება ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც ორჯერადად აცრილი ადამიანების კოვიდსერტიფიკატი 5 თვის განმავლობაში იქნება მოქმედი. ამ პერიოდის შემდეგ კოვიდსერტიფიკატით სარგებლობისთვის ბუსტერ დოზის გაკეთება, ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა ან კოვიდინფექციის გადატანის დამადასტურებული დოკუმენტის წარდგენა იქნება საჭირო.

 

ამასთანავე, 28 იანვრიდან ბელგიაში მოქმედი რამდენიმე შეზღუდვა შემსუბუქდება. კერძოდ, რესტორნები და ბარები 23:00 საათის ნაცვლად 24:00 საათზე დაიხურება, იხსნება სათამაშო მოედნები და ბოულინგ-ცენტრები.

 

„შეზღუდვების შემსუბუქების საფუძველს ვაქცინაციის მაღალი დონე გვაძლევს. ვაქცინირებული პირები ორჯერ უფრო იშვიათად ინფიცირდებიან კორონავირუსით, ხოლო მათი ჰოსპიტალიზაციის ალბათობა 90%-ით ნაკლებია“, - განაცხადა ალექსანდრ დე კროომ.

 

ბელგიის ზრდასრული მოსახლეობის 89% ორჯერადად არის ვაქცინირებული, 67%-მა კი ბუსტერიც გაიკეთა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner