logo_geo
eng_logo
გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ახლა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გამოსადეგი არ იქნება
- +

22 იანვარი. 2022. 16:17

 

 

„ბერლინი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ჯერჯერობით გამორიცხავს“, - ამის შესახებ Welt-თან ინტერვიუში თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, გერმანია კვლავ ერთგული რჩება თავისი პოლიტიკის, რომელიც კონფლიქტის ზონებში იარაღის მიწოდებისგან უარის თქმას ითვალისწინებს. ლამბრეხტის განცხადებით, გერმანია უკრაინას სხვა საშუალებებით ეხმარება.

 

„თებერვალში უკრაინას გადაეცემა საველე ჰოსპიტალი, რომლის თანადაფინანსებაც გერმანიის მხრიდან 5,3 მილიონ ევროს შეადგენს. უკვე გადავეცით კიევს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები. ჩვენ ვმკურნალობთ დაჭრილ უკრაინელ სამხედროებს გერმანულ ჰოსპიტლებში. ასე რომ, ბერლინი კიევს მხარს უჭერს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს დეესკალაციისთვის. ახლა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გამოსადეგი არ იქნება - ასეთია ფედერალური მთავრობის პოზიცია“, - განაცხადა ლამბრეხტმა.

 

მანამდე გამოცემა The Wall Street Journal-მა დაწერა, რომ გერმანიამ ესტონეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის გადაცემა დაბლოკა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner