„ცესკოს დღეს მოქმედ თავმჯდომარესთან და წევრებთან ერთად შემოთავაზებულია სხვა კანდიდატებიც. სხვა კანდიდატებიდან ვის დავუჭერთ მხარს, ამ გადაწვეტილებას გასაუბრების შემდეგ მივიღებთ“, - ამის შესახებ„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
„ახლა შემიძლია ვთქვა მხოლოდ ის, რომ არც მოქმედ თავმჯდომარესა და არც კომისიის მოქმედ წევრებს მხარს არ ვუჭერ, რადგან მიმაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ ორ მთავარ ტესტს, ეს არის კეთილსინდისიერების ტესტი და მიუმხრობლობის ტესტი“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი დღეს წარუდგინა.