logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: ცუდი სანახავია, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს ისე უყურებენ, თითქოს ის უნდა იყოს სხვა ქვეყნის ნებისმიერი ბრძანების შემსრულებელი, ასე რომ, შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილება არის საკმაოდ პრაგმატული და საქმიანი
- +

22 იანვარი. 2022. 18:45

 

 

„ვიდრე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არ შეხვდება ახალ პრეზიდენტს, ნამდვილად, ის არ უნდა ხვდებოდეს ამა თუ იმ დეპუტატს (არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის თუ გაერთიანების იქნება) მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს უნდა ენმ-ს. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ვხედავთ, რომ ვიოლა ფონ კრამონი მხოლოდ და მხოლოდ იმ საკითხებზე საუბრობს, რომელიც ეხება სააკაშვილს და სააკაშვილთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემას - ეს იქნება მოსამართლეების დანიშვნა თუ სხვა რამ“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ირაკლი ლატარია.

 

როგორც ლატარია განმარტავს, პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია, რომ დაუგეგმავად არ შეხვედროდა ვიოლა ფონ კრამონს, გასაგებია.

 

„მართალია, ჩემი პირადი ფეისბუკი დაბლოკილია, მაგრამ მე ყოველთვის მაქსიმალურად ვეცდები ჩემი ხმა მივაწვდინო საზოგადოებას. კერძოდ, რატომ მომინდა დღეს ამ თემაზე საუბარი - ალბათ იმიტომ, რომ ვგრძნობ, „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე გადაერთო ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების „მოთაფლვაში“ და რა თქმა უნდა, ამ ქვეყნად არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ამა თუ იმ საკითხებზე, ამა თუ იმ მიდგომით - ეს იქნება თხოვნა, ანგარება ან ა.შ, ესა თუ ის პოზიცია წარმოაჩინონ ისე, როგორც კონკრეტულ მთხოვნელს (ნაციონალურ მოძრაობას) აწყობს.

 

ჩვენ კარგად ვიცით ევროპარლამენტარების გუშინდელი განცხადება, მაგრამ მე პირადად, ვერ მივხვდი ერთ ყველაზე მთავარ რამეს, რატომ უნდა შეხვდე პარლამენტის თავმჯდომარეს მხოლოდ შეხვედრისთვის თუ პარლამენტის თავმჯდომარეს არ აქვს მომზადებული ეს თუ ის წინადადება ან შეთავაზება ან პროგრამა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით? სწორედ ამიტომ არ შეხვდებოდა შალვა პაპუაშვილი ვიოლა ფონ კრამონს, რომელსაც აქვს თავისი დღის წესრიგი და იმ დღის წესრიგით, ჩვენდა სამწუხაროდ, არის ენმ-ს წევრების პოზიციების გამხმოვანებელი.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, წარსულშიც (ჩვენ კარგად ვიცით მისი საქმიანობა) და ახლაც, ცდილობს, რომ ევროპასთან და ასევე აშშ-სთან ჰქონდეს საუკეთესო ურთიერთობები. ასე მგონია, პაპუაშვილი აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით, არ იყო ბოლომდე ჩამოყალიბებული, ის ჯერ არ იყო მზად ამა თუ იმ პოზიციის დასაფიქსირებლად და ვთვლი რომ სწორიცაა, ვიდრე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არ შეხვდება ახალ პრეზიდენტს, ნამდვილად, ის არ უნდა ხვდებოდეს ამა თუ იმ დეპუტატს (არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის თუ გაერთიანების იქნება) მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს უნდა ენმ-ს.

 

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ვხედავთ, რომ ვიოლა ფონ კრამონი მხოლოდ და მხოლოდ იმ საკითხებზე საუბრობს, რომელიც ეხება სააკაშვილს და სააკაშვილთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემას - ეს იქნება მოსამართლეების დანიშვნა თუ სხვა რამ. ძალიან ცუდი სანახავია, როდესაც ენმ-ის მხრიდან შეიძლება გამოყენებული იქნეს ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები და ამავე დროს, ამაზე ბევრად ცუდი სანახავია, როდესაც საქართველოში ჩემი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს ისე უყურებენ, თითქოს ის უნდა იყოს სხვა ქვეყნის ნებისმიერი წარმომადგენლის ბრძანების შემსრულებელი. ასე რომ, შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილება არის საკმაოდ პრაგმატული და მე თუ მკითხავთ, ძალიან საქმიანიც კი, რადგან ამით მან მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ის თუ ხვდება ვინმეს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამის შემდეგ ბევრად მყარი, საქმიანი და სწორი პოზიციები გვქონდეს ევროპასთან. ირაკლი ლატარია ირაკლი იკა ლატარია“, - წერს ირაკლი ლატარია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner