logo_geo
eng_logo
მაია კახიძე: 2022 წელი, 22 იანვარი. პირველი დაბადების დღე თემურის გარეშე
- +

22 იანვარი. 2022. 18:47

 

 

პოეტი და ჟურნალისტი მაია კახიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„2022 წელი, 22 იანვარი...პირველი დაბადების დღე თემურის გარეშე...

წავიდა და უამრავ გულდაწყვეტილ ადამიანთან ერთად ჩემი გულისტკივილიც წაიღო. მგონია, რომ იცის, როგორ გვეტკინა მისი იმიერში გადასვლა. ჯერ აქ გვინდოდა, ჩვენთან გვიხაროდა მისი ყოფნა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და თემურ წიკლაური სამუდამოდ დაგვემშვიდობა. თუმცა, ის მაინც ჩვენთან არის, იმდენი სიყვარული, სითბო, ადამიანობა და მეგობრობა დატოვა, მისი სიმღერების საგანძურზე რომ არაფერი ვთქვა.

 

ის ერთი იყო, ნამდვილი რაინდი, ფრთაგაშლილი არწივი იყო შვილის გარდაცვალებამდე, მერეც ცდილობდა, არავის აჩვენებდა, მაგრამ ჩვენ, ორივეს, პირისპირ გვისაუბრია იმიერ-ამიერზე, მის გიორგიზეც და.... მე ზუსტად ვიცოდი, მასთან უნდოდა...

 

არ შემიძლია თემურს მხოლოდ ჩემი საყვარელი რესპონდენტი ვუწოდო, ის ჩემი ოჯახის დიდი მეგობარი იყო, ჩემი მეუღლის და ჩემი ოჯახის წევრებს ყველას ძალიან უყვარდათ. რამდენ კონკურსზე ჟიურიშიც ერთად ვყოფილვართ, ყველა მის საღამოზე მეპატიჟებოდა, უამრავი კარგი დამიწერია მასზე, ორი მოგონება ჩემს წიგნებშიც შევიტანე...

 

ახლა ყველაფრის წერას არ შევუდგები. ვისაც გული დაგწყვიტათ მისმა გარდაცვალებამ, ყველას გაგიმარჯოთ! იცოდეთ, თემურის ისეთი გული ჰქონდა, იქიდანაც გვლოცავს...

 

თემო! წელს ხომ შენი პირველი დაბადების დღეა უშენოდ. ძალიან გვენატრები, ძალიან გვიყვარხარ და გვაკლიხარ. სხვათა შორის, ბევრი ვიფიქრე, ახლა დამეწერა თუ 1 თებერვალს. შენ ხომ პირველ თებერვალს გადახვედი იმიერში და მაინც, გულმა არ მომითმინა.

 

დროებით, თემო...ერთხელაც, იქნებადა, გნახავ... ჰოო, ოდესმე ხომ გნახავ და პირადად მოგილოცავ...მოვა ეგ დროც...მანამდე კი მშვიდად განისვენე...

 

სიყვარულით, პატივისცემით, მონატრებით და მოლოცვით მაიკო კახიძე“, - წერს მაია კახიძე.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner