ავტორი ნინო ჯიბუტი
„ვინც პატრიარქზე ხმას აუგად ამოიღებს, ის არის ანტიქრისტე" - ასე ეხმაურება მსახიობ ჯემალ ღაღანიძის მეუღლე ლენა ღაღანიძე „რეპორტიორთან" საუბარში ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს, სადაც საქართველოს პატრიარქი ილია მეორე სიძულვილის ენით საუბარშია დადანაშაულებული.
„როგორ შეიძლება, პატრიარქზე მსგავსი რამე თქვა... ღმერთმა დაგვიფაროს, პატრიარქი რომ არ გვყავდეს, მერე ნახეთ, რა მოხდება საქართველოში... საქართველოს პატრიარქი არის ღმერთის ნაცვალი დედამიწაზე", - ამბობს ლენა ღაღანიძე.
შეგახსნებეთ, რომ ევროპული კომისიის შეფასებასა და რეკომენდაციებში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დადანაშაულებულია სიძულვილის ენით საუბარში, რადგან მან ლგბტ ღონისძიებებს „ქართველი ერის შეურაცხყოფა", ჰომოსექსუალიზმს კი „დაავადება" უწოდა.