logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: არ გამოვრიცხავ არცერთ სცენარს, მათ შორის საომარ მოქმედებებს
- +

22 იანვარი. 2022. 22:23

 

 

„არ გამოვრიცხავ არცერთ სცენარს, მათ შორის საომარ მოქმედებებს. შესაძლოა ეს არ იყოს ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედება, თუმცა გარკვეულწილად ის შეზღუდული მასშტაბით საომარი მოქმედება საომარი მოქმედებაა და ამას რა თქმა უნდა მოჰყვება სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეჭრა და ეს იქნება აღქმული როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმების პრინციპების დარღვევა და სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „შაბათის ქრონიკაში“ უკრაინაზე საუბრისას განაცხადა.

 

„ამის თქმის საფუძველს მაძლევს არა მხოლოდ ის მწვავე რიტორიკა და დაპირისპირება, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, არამედ ის ქმედებები, რაც უკვე რუსეთის ფედერაციამ განახორციელა სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, მხედველობაში მაქვს უკრაინა, როდესაც იმის მაგივრად, რომ მოლაპარაკების შედეგად წასულიყო პროცესები დეესკალაციის მიმართულებით, პირიქით, რუსეთის ფედერაციამ გაზარდა სამხედრო კონტინგენტი უკრაინის გარშემო. უფრო ინტენსიური გახადა სამხედრო წვრთნები და მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. რას უნდა ემსახურებოდეს ეს ქმედებები თუ არა იმას, რომ შესაძლოა ერთ-ერთი სცენარი იყოს სუვერენულ სახელმწიფო ტერიტორიის ხელყოფა“, - განაცხადა მინისტრმა.

 

დავით ზალკალიანის თქმით, დიპლომატიამ უნდა ამოწუროს ყველა შესაძლებლობა და უნდა იყოს რაღაც საშუალება, რაც მოგვცემს სიტუაციის დაძაბულობის განმუხტვას.

 

„ვიზიარებ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, აშშ-ის, ნატოელი პარტნიორების მიდგომას, რომ დიპლომატიამ უნდა ამოწუროს ყველა შესაძლებლობა და არც კი უნდა დავუშვათ ჩვენ და საერთაშორისო პარტნიორებმა იმის შესაძლებლობა, რომ იყოს რაღაც საშუალება, რაც მოგვცემს სიტუაციის დაძაბულობის განმუხტვას, დეესკალაციას, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ქვედანაყოფების გაყვანას მოსაზღვრე ტერიტორიებიდან. ამ მიმართულებით ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner