„ოპონენტები ცუდად აფასებენ ჩვენს საზოგადოებას და ჰქონიათ, რომ იმ უტიფარ სიცრუეს, რომელსაც ისინი ყოველდღიურად აწვდიან, დაიჯერებენ“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქრონიკის ეთერში განაცხადა.
„მოვისმინე, რატომ არ გაუკეთებია საქართველოს უკრაინის მხარდამჭერი განცხადებაო. წარმოუდგენელია ამის თქმა. თუნდაც ბოლო ერთი წელი ავიღოთ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა უკრაინაში. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ ყირიმის პლატფორმაში, სადაც მონაწილეობა ბევრმა სახელმწიფომ არ მიიღო. გაიხსენეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მკაფიო განცხადებები უკრაინასთან მიმართებაში ყირიმის პლატფორმის დროს. ნებისმიერი ჩემი გამოსვლა არი უკრაინისა და მათი სუვერენიტეტის მხარდამჭერი. რატომ ჰგონიათ, რომ ჩვენს საზოგადოებას სჯერა ამ სიცრუის და ამ უტიფარი მანიპულაციებისა და პროპაგანდის“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.