„ჩვენ თუ გავითვალისწინებთ უკრაინის დასავლურ სივრცეში ინტეგრაციის დაჩქარებულ ტემპს, ამ მომენტში მოვლენათა ესკალაცია რუსეთის მხრიდან ამით აიხსნება. თუ არა დღეს, შეიძლება ხვალ და ზეგ გაცილებით უფრო დაგვიანებული იყოს იმის გაკეთება, რის გაკეთებასაც ისინი ლამობენ“, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ დამფუძნებელმა ვიქტორ ყიფიანმა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.
„ამ კრიზის, მიუხედავად უამრავი უარყოფითი მხარისა, აქვს ერთი დადებითი მხარე. გამოკიდებული საკითხი უკრაინა-საქართველოს მიღება-არმიღებაზე, შესაძლოა ამ კრიზისმა აიძულოს დასავლეთი პრინციპული პასუხი გასცეს საკუთარ თავს, გასცეს რუსეთს და გაგვცეს ჩვენ. რით არის განოირობებული დასავლეთის მიმართ რუსეთის ასეთია სიმეტრიული უპირატესობა? დასავლეთმა იმდენად გახსნა თავისი ეკონომიკური და საფინანსო სადენები რუსულ კაპიტალთან მიმართებაში, რომ დღეს მას უჭირს ჩახსნა. რამდენიმე ევროპული ქვეყნის ენერგოსტრუქტურა ძლიერ არის დამოკიდებული რუსულ ენერგოსტრუქტურაზე“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.