logo_geo
eng_logo
BBC: უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელი გადადგა
- +

23 იანვარი. 2022. 10:27

 

 

გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელი, ვიცე-ადმირალი კაი-ახიმ შენბახი თანამდებობიდან გადადგა. მიზეზი მის მიერ უკრაინის შესახებ გაკეთებული განცხადებაა, - ამის შესახებ BBC წერს.

 

კაი-ახიმ შენბახმა პარასკევს, ინდოეთში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომ მოსაზრება, თითქოს რუსეთს უკრაინაში შეჭრა სურს, სისულელეა. მისივე თქმით, ერთადერთი, რაც პუტინს უნდა, არის პატივისცემა. ვიდეო სოციალურ ქსელში მოგვიანებით გავრცელდა და მრავალი გამოხმაურება მოჰყვა.

 

ამავე ვიდეოში კაი-ახი შენბახი ამბობს, რომ პუტინს სჭირდება, დასავლეთი ისე მოეპყრას, როგორც თანასწორს.

 

„მარტივია, მას ჰქონდეს ის პატივისცემა, რომელსაც ითხოვს და ასევე, ალბათ, იმსახურებს კიდეც“, - აღნიშნა მან.

 

შენბახის თქმით, ყირიმის ნახევარკუნძული, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის მიერაა ანექსირებული, „გაქრა და აღარასოდეს დაბრუნდება“.

 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შენბახის კომენტარებს „კატეგორიულად მიუღებელი“ უწოდა. მინისტრმა დმიტრო კულებამ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ გერმანიის პოზიციამ პუტინი თავდასხმისკენ წაახალისა.

 

კაი-ახიმ შენბახის თქმით, მის მიერ თანამდებობის დაუყოვნებლივ დატოვების მიზანი „დამატებითი ზიანის თავიდან არიდებაა“.

 

პარასკევს გამართულ დისკუსიაზე შენბახმა საქართველოც ახსენა.

 

„საქართველო NATO-ში გაწევრიანებას ესწრაფვის. შეესაბამება თუ არა ის ალიანსის კრიტერიუმებს? - კი. გონივრულია თუ არა მისი NATO-ს წევრად მიღება? - არა“, - განაცხადა შენბახმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner