თურქი ჟურნალისტი სედეფ კაბასი დააკავეს. მიზეზი ქვეყნის პრეზიდენტის შეურაცხყოფაა, - ამის შესახებ BBC წერს.
„არსებობს ცნობილი ანდაზა, რომლის თანახმადაც, გვირგვინის დადგმის შემდეგ, თავი უფრო ჭკვიანი ხდება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სიმართლე არაა. ხარი სასახლეში შესვლით მეფე ვერ გახდება, მაგრამ სასახლე იქცევა ბოსლად“, - განაცხადა ჟურნალისტმა.
ერდოღანის პრესმდივანმა ფაჰრეთინ ალტუნმა მის განცხადებას „უპასუხისმგებლო“ უწოდა.
თურქეთში მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის შეურაცხყოფა 1-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ქვეყანას ამ კანონის შეცვლისკენ არაერთხელ მოუწოდა.