ზაზა გაბედავა სენატორ ჯონ მაკკეინის განცხადებას, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ეხმაურება:
„რას ნიშნავს რაც არ უნდა ჩაედინა სააკაშვილის, დაპატიმრება არ შეიძლება?
ამერიკელებო! მაკკეინ, ჭკუას მოუხმეთ იანკებო? თქვენ ვინ გეკითხებათ საერთოდ საქართველოს შინაურ საქმეებში ჩარევას? თქვენ არ ჩამოახრჩვეთ სადამ ჰუსეინი? თქვენ არ დახვრიტეთ ვერაგულად მუამარ კადაფი? ვის გინდათ რომ ჭკუა ასწავლოთ?
წაეთრიეთ საქართველოდან და მიხედეთ თქვენს ამერიკელებს, ქართველი ერი მუდამ არსებობდა თქვენ კი ნაციონალობაც არ გიბოძათ მაღალმა ღმერთმა, სატანის მოციქულებო."- წერს გაბედავა.
ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი, მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამ ფაქტს მკვეთრად უარყოფითად აფასებს.
"ძვირფასო ახალი ხელისუფლებავ, მინდა შეგახსენოთ რა განსხვავებაა რიგით მოქალაქეს და ყოფილ პრეზიდენტს შორის, რიგითი მოქალაქე მოკვდავთათვის განკუთვნილი სტანდარტული უფლებებით სარგებლობს და ის თუ დანაშაულს ჩაიდენს რა თქმა უნდა პასუხიც უნდა აგოს, თუმცა როდესაც საქმე გვაქვს ყოფილ პრეზიდენტთან, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის არამარტო საქართველოს, არამედ ამერიკის განვითარებაშიც, ვფიქრობ ცოტა უხერხულია ასე უცერემონიოდ ადგე და დააპატიმრო, რადგან როგორც თავში ვთქვი ის რიგითი მოქალაქისგან განსხვავებით პრივილეგირებულია და რა დანაშაულიც არ უნდა ჩაედინა, მისთვის ბრალის წაყენება ყოვლად დაუშვებელია, ისევე როგორც სხვა მაღალჩინოსნების მიმართ გამოტანილი საქმეები.
მოგიწოდებთ გონიერებისკენ და სიფრთხილისკენ, რადგან თითოეული გადადგმული ნაბიჯი ბუმერანგის პრინციპით მოუბრუნდება თითოეულ ქართველს"- წერს მაკკეინი.