logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე „ნაცმოძრაობას“: მიშას სასამართლოები და ჟორიკას აქციები გეყოფათ, ხოლო გაზაფხულიდან ბაჩო ახალაია შემოგიერთდებათ და იმას „ჰუმანური“ მარშები ჩაატარებინეთ
- +

23 იანვარი. 2022. 16:54

 

 

„ჟორიკა რურუამ ჩაატარა აქცია კულტურის სამინისტროსთან... ნიკა რურუას მინისტრობის დროს რომ გრიალებდა „ნაცმოძრაობა“ და განსაკუთრებით ჟორიკა ყველამ იცის, ჟორიკა რურუამ ჩაატარა აქცია კულტურის სამინისტროსთან“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე  კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის წინააღმდეგ გამართულ აქციას.

 

„ნიკა რურუას მინისტრობის დროს რომ გრიალებდა „ნაცმოძრაობა“ და განსაკუთრებით ჟორიკა, ყველამ იცის... „ფეიკ-გამოფენებს“ რომ აწყობდნენ ძმები რურუები და მერე ექსპონატები ქრებოდა ან იკარგებოდა, ეგეც ვიცით... მოკლედ, რურუას აქციები ატარებინეთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა • United National Movement და ხელისუფლებაში მოსვლის 0.01%-იც კი გაგიქრებათ... რურუასთან ერთად ბატონი გაგოშიძეც ყოფილა, რომელიც თავისუფლებას ითხოვს. ნეტა ვისგან ან რისგან? მთელი ოჯახი ბიუჯეტის ფულზე რომ გიზით და კიდევ რაღაც აბსურდულ მოთხოვნებს აყენებთ, ბატონო იულონ, ცოტა უხერხულობას ვერ გრძნობთ? რამე ვალი აქვს ქვეყანას თქვენი და თქვენი ოჯახის?

 

P.S. კარგია, რაც მეტი მარგინალი მოახდენს „ნაცმოძრაობის“ პრეზენტირებას... ჯერჯერობით მიშას სასამართლოები და ჟორიკას აქციები გეყოფათ, ხოლო გაზაფხულიდან ბაჩო ახალაია შემოგიერთდებათ და იმას „ჰუმანური“ მარშები ჩაატარებინეთ“, - წერს ქადაგიძე facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner