ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის საწინააღმდეგო პეტიციის ავტორ, პროფესორ გიგი თევზაძეზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ეს ერთხელ უკვე დაწერილი მაქვს.
ენის შესახებ საშინელ(საშიშ) კანონს იღებდნენ.
ამის გამო, თელავის ტრადიციულ კონფერენციაზე ავტეხეთ განგაში მე და პროფესორმა გიორგი გოგოლაშვილმა.
იმ კონფერენციას პროფესორი მაია ნათაძეც ესწრებოდა.
აღშფოთებულმა ქალბატონმა მაიამ(ნოდარ ნათაძის დამ) ამ საკითხს თბილისის უნივერსიტეტში საგანგებო შეკრება მიუძღვნა.
იმ შეკრებაზე მან ასეთი რამ განაცხადა:
„მე ვიცი, რატომ სძულს გიგი თევზაძეს უნივერსიტეტი, მაგრამ არ ვიცი, რატომ სძულს საქართველო!“
რატომ სძულს უნივერსიტეტი?
ქალბატონმა მაიამ ასე ახსნა:
„იმიტომ, რომ უნივერსიტეტი არის მოწმე, თუ როგორ მიიღო ყველაფერი, რაც არ ეკუთვნოდა“.
ეს აზრი ყოფილმა რექტორმა, ცნობილმა აკადემიკოსმა, კონკრეტული არგუმენტებით დამისაბუთა.
***
მას შემდეგ იმდენი რამ გავიგეთ გიგი თევზაძეზე, რომ დღეს რაღამ უნდა გაგვაკვირვოს?!
მაგალითად, შარშან თუ შარშანწინ, კიკეთში გვიყვებოდნენ, საკუთარი მშობლის დაკრძალვასაც რომ არ დაესწრო.
და ახლა იმან როგორ უნდა გაგვაკვირვოს, თეა წულუკიანის წინააღმდეგ პეტიციას რომ წერს?!
***
წეროს და იკითხოს!..
წერას მაინც ისწავლის...“ - წერს იოსებ ჭუმბურიძე.