logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას დააფინანსებს
- +

4 აგვისტო. 2016. 02:28


"ქუთაისთან ახლოს არის უნიკალური ტყე, სადაც საუნივერსიტეტო ქალაქი აშენდება" - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდურ და ონლაინმედია საშუალებებთან შეხვედრის დროს განაცხადა.


"ქუთაისთან ახლოს, უნიკალური ადგილია ტყეში. ცოტა დატბორილია ის ადგილი და გეოლოგები იკვლევენ. 200 ათასი ტონაა ნალექია გამოსატანი და გრუნტიც შესავსები. მეუბნებიან, როგორ ვქნათო და მე ვპასუხობ, რომ აუცილებლად იქ უნდა გაკეთდეს. ისევე, როგორც საზღვარგარეთ არის ტენდენცია, რომ ქალაქგარეთ იყოს საუნივერსიტეტო ქალაქი. სამუშაოები საკმაო ხარჯიანი იქნება, ამის გამო ჩემს თანხმობას ითხოვდნენ და მე გუშინ კიდევ ერთხელ დავუდასტურე", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


მისივე განცხადებით, საუნივერსიტეტო კომპლექსი არ იქნება ვინმეს საკუთრება.


 "ეს იქნება სახელმწიფო სსიპ, ისევე როგორ სამეცნიერო ცენტრი დიღომში და მიიღებს დაფინანსებას. "ქართუ" არ იქნება კერძო მესაკუთრე, იქნება მხოლოდ კერძო დამფინანსებელი" - აღნიშნა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა


საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობასთან დაკავშირებით დეტალური გეგმა უკვე არსებობს ქუთაისის მერიაში.


წყარო: ivanishvili.ge


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner