„ნიდერლანდებში, სამხრეთ აფრიკიდან ჩამოფრენილი სატვირთო თვითმფრინავის შასის სექციაში ცოცხალი კაცი აღმოაჩინეს“, - ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სატვირთო თვითმფრინავმა რეისი იოჰანესბურგიდან ამსტერდამში შეასრულა, გზაში კი ერთი გაჩერება გააკეთა - ნაირობიში. უცნობია როდის შეაღწია თვითმფრინავში კაცმა.
სამართალდამცველებმა კაცი კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია. მისი ვინაობა არ საჯაროვდება. პოლიციის ცნობით, უბილეთო მგზავრების გადარჩენის შანსი ხანგრძლივ რეისებზე ძალიან დაბალია, რადგან სიმაღლეზე ძალიან ცივა და ჟანგბადის დაბალი დონეა.