სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწყებულ უკრაინის მხარდამჭერ კამპანიას #StandWithUkraine, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც შეუერთდა.
„ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის წინაშე დაყენება სრულიად მიუღებელია. საქართველო სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით", - წერს ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე.