შალვა პაპუაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების მთავარ საიდუმლოზე და ამ პროცესში ირაკლი კობახიძის როლზე „იმედის კვირასთან“ ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარე წარმატების ფორმულად ხალხთან სიმართლის ენით საუბარსა და გულწრფელობას მიიჩნევს.
„საბოლოო ჯამში, ვხედავთ, რომ ამ ერთწლიანი პერიპეტიების შემდეგ, საზოგადოებამ ყველაფერს პასუხი გასცა, მათ შორის არჩევნებითაც. „ქართული ოცნება“ იყო ერთადერთი პარტია ასეთი მოცულობითი პროგრამით და უშუალოდ პარტიის თავმჯდომარის დამსახურებაც არის და მისი უშუალო მონაწილეობაც ამაში, რომ ეს პროგრამები ყველა მუნიციპალიტეტისთვის შემდგარიყო. გარდა ამისა, ის თავად გახლდათ საარჩევნო პროცესის ხელმძღვანელი, ჩართული იყო ყველა დეტალში და ვისაც შეხება ჰქონდა ყოველდღიურ საარჩევნო დაგეგმარებასთან, ყველა ნახავდა თუ რამდენად დეტალურად იცნობდა ყველა მუნიციპალიტეტში სოფლის დონეზე რა მდგომაროება იყო“, - ამბობს პაპუაშვილი.