logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავარი ამოცანა დღის წესრიგის შეცვლაა - უნდა გავარღვიოთ პოლარიზაციის ჩაკეტილი წრე და ამის ყველანაირი რესურსი არსებობს
- +

23 იანვარი. 2022. 20:46

 

 

ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ მმართველი გუნდის მთავარ ამოცანებსა და გეგმებზე ისაუბრა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარტიის პრიორიტეტად დღის წესრიგის შეცვლას ასახელებს.

 

„ჩვენი მთავარი ამოცანა არის დღის წესრიგის შეცვლა. ჩვენ უნდა დავასრულოთ ჩაკეტილ წრეში სიარული, რომელიც უკვე დიდი ხანია საზოგადოებას არ მოწონს. ჩვენ უნდა გავარღვიოთ პოლარიზაციის ჩაკეტილი წრე და ამის ყველანაირი რესურსი არსებობს შემდეგი სამი წლის განმავლობაში. ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი ამოცანა იქნება სწორედ ეს. ამის გარდა არის სხვადასხვა ტიპის ამოცანა: ეკონომიკური, სოციალური თემები, საგარეო პოლიტიკა და ა.შ. ბუნებრივია, თითოეული ჩვენგანი მაქსიმალურად იქნება ჩართული ამ ამოცანების დაძლევაში“, - ამბობს კობახიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner