სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა გადადგომის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
„ძალიან დიდხანს ვიფიქრე და ოთხწლიანი აქტიური მუშაობის შემდეგ გადავწყვიტე გადავდგე სომხეთის პრეზიდენტის თანამდებობიდან. ეს არ არის ემოციური გადაწყვეტილება და გარკვეულ ლოგიკას ემყარება. პრეზიდენტს არ აქვს საჭირო ინსტრუმენტები, რათა ქვეყნისთვის ამ რთულ პერიოდში გავლენა იქონიოს პროცესებზე შიდა და გარე პოლიტიკაში“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
2015 წლის რეფერენდუმის შემდეგ სომხეთი საპარლამენტო რესპუბლიკა გახდა. სარგსიანი პრეზიდენტად 2018 წლის მარტში აირჩიეს.