„ნაცებო (კოლექტიური ხაბეიშვილებო) - სანამ კალაძეს გალანძღავდეთ - ხომ არ გადაავლებდით თვალს - ვინ იყვნენ თქვენი თბილისის მერები“, - ამის შესახებ ეროვნული მოძრაობის მონაწილე, „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„არ შემეძლო არ დამეწერა!
დღეს ნაცების უკიდეგანო-უზრდელურ გამონათქვამებს ვადევნე თვალი,რომელიც კახა კალაძის წინააღმდეგ იყო მიმართული!
ნაცების შემხედვარე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი - მათ შუბლის ძარღვი ანუ სინდისი საერთოდ არ აქვთ!
ნაცებო (კოლექტიური ხაბეიშვილებო) - სანამ კალაძეს გალანძღავდეთ - ხომ არ გადაავლებდით თვალს - ვინ იყვნენ თქვენი თბილისის მერები?!
ქრთამად აღებული საათებით მორბენალ ჭიაბერაშვილს და კორუფციისგან გაბერილ უგულავას შევადაროთ კალაძე!
შევადაროთ და დავინახავთ - მათთან შედარებით კალაძე პელეცაა,მარადონაც,მესიც და ბეკენბაუერიც!
კარგად მახსოვს 90-იანი წლების სამტრედია - ფრონტისპირა ქალაქი - სიბნელეში ჩაძირული დანგრეული შენობები,ყაჩაღობა,ძარცვა და ასე შემდეგ.ერთადერთი ნათელი წერტილი ბიზნესმენ ტარიელ ჩაჩუას მიერ შექმნილი სამტრედიის საფეხბურთო გუნდი გახლდათ,რომელიც ევროპის ლიგაზეც კი თამაშობდა!
ამ გუნდში იყო სკოლის მოსწავლე კახა კალაძე - დილაობთ ფეხბურთის სათამაშოდ სამტრედიის სტადიონის დარბაზში დავდიოდი და ყოველ დილით სტადიონთან ვხვდებოდით მე და კახა ერთმანეთს - წვიმაში თუ ქარში,თოვლსა თუ ყინვაში,ყოველდღე,დილის 8 საათზე კახა უკვე სტადიონზე იყო და თავდაუზოგავად ვარჯიშობდა,თავს არ ზოგავდა,ხანდახან მიკვირდა თუ საიდან ქონდა 16-17 წლის პატარა ბიჭს ამდენი შრომისმოყვარეობა - ამიტომაც მიაღწია უდიდეს წარმატებებს!
რას საქმიანობდნენ ამ დროს ნაცების თბილისის მერები?
ჭიაბერაშვილი უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში მუშაობდა კგბ-ს “ნასედკად”-სტუდენტებს აბეზღებდა რექტორატში ,ხოლო გიგი უგულავა სოროსის ფონდში დარაჯად იყო გაფორმებული და სააკაშვილის მძღოლად მუშაობდა,ხაბეიშვილი მაშინაც ცარიელი ადგილი იყო და ახლაც!
არ არის საჭირო დიდი პოლიტოლოგიური ცოდნა- შეხედეთ კალაძეს და შეხედეთ ჭიაბერაშვილს,შეადარეთ თბილისის ეს 2 მერი ერთმანეთს და ყოველგვარი წიაღსვლების გარეშე გამოიტანთ დასკვნას!
შეხედეთ კალაძის შესანიშნავ ,ნამდვილ ქართულ ოჯახს ,მის მეუღლეს,შვილებს და შეხედეთ უგულავას ოჯახებს (თუ შეიძლება ამ სიბინძურეს ოჯახი ეწოდოს) - დასკვნას ადვილად თავად გამოიტანთ!
კალაძემ გართობა და დროსტარება ახალგაზრდობაში მოამთავრა,უგულავამ და მისმა მსგავსებმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნახეს ცხოვრება და გართობა,ამიტომაცაა რომ სასაცილოდ გამოიყურება ნაც-ელიწის ცხოვრების წესი - სიბერეში გასვეცკებული გოიმები,გაძველბიჭებული ჩმორები ,გამაჩოებული ლუზერები,ბავშვობის ახდენილი ოცნების აღმსრულებელი - ე.წ. “მაგარი ნაშების” ცოლად მომყვანი ჩუკენ-ჩოილარები!
ამიტომ დაიმახსოვრეთ ნაცებო - 100 ჯერ რომ შეერკინოს ჭიაბერაშვილ-უგულავა-ხაბეიშვილის ტრიო,100-ჯერ დამარცხდება კალაძესთან ,ეს ბუნებრივია და ლოგიკური“, - წერს სანდრო ბრეგაძე.