logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: ნაცების შემხედვარე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი - მათ შუბლის ძარღვი ანუ სინდისი საერთოდ არ აქვთ
- +

23 იანვარი. 2022. 21:40

 

 

„ნაცებო (კოლექტიური ხაბეიშვილებო) - სანამ კალაძეს გალანძღავდეთ - ხომ არ გადაავლებდით თვალს - ვინ იყვნენ თქვენი თბილისის მერები“, - ამის შესახებ ეროვნული მოძრაობის მონაწილე, „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„არ შემეძლო არ დამეწერა!

 

დღეს ნაცების უკიდეგანო-უზრდელურ გამონათქვამებს ვადევნე თვალი,რომელიც კახა კალაძის წინააღმდეგ იყო მიმართული!

 

ნაცების შემხედვარე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი - მათ შუბლის ძარღვი ანუ სინდისი საერთოდ არ აქვთ!

 

ნაცებო (კოლექტიური ხაბეიშვილებო) - სანამ კალაძეს გალანძღავდეთ - ხომ არ გადაავლებდით თვალს - ვინ იყვნენ თქვენი თბილისის მერები?!

 

ქრთამად აღებული საათებით მორბენალ ჭიაბერაშვილს და კორუფციისგან გაბერილ უგულავას შევადაროთ კალაძე!

 

შევადაროთ და დავინახავთ - მათთან შედარებით კალაძე პელეცაა,მარადონაც,მესიც და ბეკენბაუერიც!

 

კარგად მახსოვს 90-იანი წლების სამტრედია - ფრონტისპირა ქალაქი - სიბნელეში ჩაძირული დანგრეული შენობები,ყაჩაღობა,ძარცვა და ასე შემდეგ.ერთადერთი ნათელი წერტილი ბიზნესმენ ტარიელ ჩაჩუას მიერ შექმნილი სამტრედიის საფეხბურთო გუნდი გახლდათ,რომელიც ევროპის ლიგაზეც კი თამაშობდა!

 

ამ გუნდში იყო სკოლის მოსწავლე კახა კალაძე - დილაობთ ფეხბურთის სათამაშოდ სამტრედიის სტადიონის დარბაზში დავდიოდი და ყოველ დილით სტადიონთან ვხვდებოდით მე და კახა ერთმანეთს  - წვიმაში თუ ქარში,თოვლსა თუ ყინვაში,ყოველდღე,დილის 8 საათზე კახა უკვე სტადიონზე იყო და თავდაუზოგავად ვარჯიშობდა,თავს არ ზოგავდა,ხანდახან მიკვირდა თუ საიდან ქონდა 16-17 წლის პატარა ბიჭს ამდენი შრომისმოყვარეობა  - ამიტომაც მიაღწია უდიდეს წარმატებებს!

 

რას საქმიანობდნენ ამ დროს ნაცების თბილისის მერები?

 

ჭიაბერაშვილი უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში მუშაობდა კგბ-ს “ნასედკად”-სტუდენტებს აბეზღებდა რექტორატში ,ხოლო გიგი უგულავა სოროსის ფონდში დარაჯად იყო გაფორმებული და სააკაშვილის მძღოლად მუშაობდა,ხაბეიშვილი მაშინაც ცარიელი ადგილი იყო და ახლაც!

 

არ არის საჭირო დიდი პოლიტოლოგიური ცოდნა- შეხედეთ კალაძეს და შეხედეთ ჭიაბერაშვილს,შეადარეთ თბილისის ეს 2 მერი ერთმანეთს და ყოველგვარი წიაღსვლების  გარეშე გამოიტანთ დასკვნას!

 

შეხედეთ კალაძის შესანიშნავ ,ნამდვილ ქართულ ოჯახს ,მის მეუღლეს,შვილებს და შეხედეთ უგულავას ოჯახებს (თუ შეიძლება ამ სიბინძურეს ოჯახი ეწოდოს) - დასკვნას ადვილად თავად გამოიტანთ!

 

კალაძემ გართობა და დროსტარება ახალგაზრდობაში მოამთავრა,უგულავამ და მისმა მსგავსებმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნახეს ცხოვრება და გართობა,ამიტომაცაა რომ სასაცილოდ გამოიყურება ნაც-ელიწის ცხოვრების წესი - სიბერეში გასვეცკებული გოიმები,გაძველბიჭებული ჩმორები ,გამაჩოებული ლუზერები,ბავშვობის ახდენილი  ოცნების აღმსრულებელი - ე.წ.   “მაგარი ნაშების” ცოლად მომყვანი ჩუკენ-ჩოილარები!

 

ამიტომ დაიმახსოვრეთ ნაცებო - 100 ჯერ რომ შეერკინოს ჭიაბერაშვილ-უგულავა-ხაბეიშვილის ტრიო,100-ჯერ დამარცხდება კალაძესთან ,ეს ბუნებრივია და ლოგიკური“, - წერს სანდრო ბრეგაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner