logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: მიადევნეთ თვალი პოლიტიკას და ხანდახან სხვა ტელეარხებიც ჩართეთ
- +

23 იანვარი. 2022. 22:08

 

 

„სახელმწიფო საქმიანობით თქვენ არ ხართ დაკავებულები. პარლამენტს ბოიკოტს უცხადებთ. ორი თემა გაქვთ, ყოფილ პრეზიდენტზე ზრუნვა და ქვეყნის დაზიანება“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე წერს.

 

„მე-8 წელია პრემიერის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში არ ყოფილაო, არადა ღარიბაშვილი იყო აგვისტოში.

 

ორკესტრირებულად ხმაურობენ, საქართველო მხარს არ უჭერს უკრაინას, არავინ ჩავიდა კიევშიო. იაფფასიან კინკლაობის გარდა სხვა შნო არ აქვთ. ნოემბერ-დეკემბერში რამდენიმე ფორუმი ჩატარდა როგორც საქართველო-უკრაინის, ასევე საქართველო-მოლდოვა-უკრაინის მონაწილეობით: აღმისავლეთ პარტნიორობის და ასოცირების ტრიოს, ეუთოს და ნატოს მინისტერიალები და სამიტები. გეძინათ? პრემიერების და პრეზიდენტების ორმხრივი ვიზიტები შარშან არ გაგიგიათ?

 

სახელმწიფო საქმიანობით თქვენ არ ხართ დაკავებულები. პარლამენტს ბოიკოტს უცხადებთ. ორი თემა გაქვთ, ყოფილ პრეზიდენტზე ზრუნვა და ქვეყნის დაზიანება. მიადევნეთ თვალი პოლიტიკას და ხანდახან სხვა ტელეარხებიც ჩართეთ“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner