logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: სანამ შარვლებიდან ამოხტომას დააპირებთ, ქამრები შეიხსენით ხოლმე. თაღლითობა და მკვლელობა არ შეიმჩნიოთ და ავრცელეთ "ფეიკები"
- +

23 იანვარი. 2022. 22:16

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ვიდეოსთან ერთად პოსტს აქვეყნებს:

 

„ვიდეოს ნახვამდე, წაიკითხეთ ხოლმე/

ახლა გადავავლე თვალი გუშინდელ ანონსებს და პლუს ეს ვიდეო ამომიგდო.

კარალიოკი რომ "გადაყარეს", ხომ გახსოვთ?

ახლა ვაშლის ბაღებს "ჭრიან", დააქციეს სოფლის მეურნეობაო.

სოფლის მეურნეობაზე ორი წელია ვაქვეყნებ რაც კეთდება. თქვენ ხომ სიმართლეს არ დაწერთ?!

რას ბოდავთ, ტვ-ს ეხება და არა ბაღის პატრონს, ვიღაცის ვაშლის ბაღი რა კავშირშია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და თუნდაც მის დაქცევასთან?

ვაშლი არ იყიდებაო, იაფიაო.

ვაშლის ფასი წელს რომაა, როდის იყო?

ან ვაშლის ფასთან რა შეხება აქვს მთავრობას? მთავრობა ადგენს ფასს? თუ მთავრობამ უნდა მოუაროს, ჩვენი ფულით და მიგება სახლში მოგიტანონ?

ხალხი ცალკე ლანძღავს მთავრობას, ხილი ძვირიაო. ესენი ლანძღავენ იაფიაო, მოვლა ძვირიაო.

ახლა სიმინდი უნდა დავთესოო.

სად უნდა დათესოთ სიმნიდი, ქართლში? თუ სად გაქვთ ეს ბაღი?

რაღა ახლა ჩეხავთ, თუ კვირტი აქვს და ყვავის? აგეღოთ მოსავალი?!

აღარ იციან რა ქნან. პრემიერზე ჰქონიათ ანონსი. ცალკე დავწერ.

სანამ შარვლებიდან ამოხტომას დააპირებთ, ქამრები შეიხსენით ხოლმე. თაღლითობა და მკვლელობა არ შეიმჩნიოთ და ავრცელეთ "ფეიკები", - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner