logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ გამყრელიძე: თურქეთის აღიარებითი ქვეყნების სიაში ჩასმა არის ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური გადაწყვეტილება
- +

23 იანვარი. 2022. 22:23

 

 

თურქული სამედიცინო ბაზრის გახსნის შემდეგ სააფთიაქო ქსელებმა თურქულ მხარესთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის პრეზიდენტი ნიკოლოზ გამყრელიძე ვარაუდობს, რომ ბაზრის სიკეთით სარგებლობას ქვეყნის მოსახლეობა სადღაც თვენახევარში შეძლებს.

 

„თურქეთის აღიარებითი ქვეყნების სიაში ჩასმა არის ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური გადაწყვეტილება. ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად თურქეთისთვის ექსკლუზიურად მიწოდებული ფასით შევძლებთ რაღაც დონეზე სარგებლობას. მოლოდინი გვაქვს, რომ მედიკამენტების საკმაოდ მნიშვნელოვან პოზიციებზე ფასები მნიშვნელოვნად შემცირდება“, - აცხადებს ნიკოლოზ გამყრელიძე.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 იანვრიდან თურქეთის ბაზარი გაიხსნა და საქართველოში მაღალი ხარისხის მედიკამენტების შემოტანა დაიწყება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner