დევნილები ქირით უზრუნველყოფაზე უარს აცხადებენ, თუმცა მათი უსაფრთხოებისთვის, დევნილთა სააგენტო თავად მოიძიებს საქირავებელ ბინებს და დევნილებს შესთავაზებს.
„მიზანი არის ერთადერთი და მთავარი - უსაფრთხო გარემოში იყვნენ. სახელმწიფო, დევნილთა სააგენტო მის მიერ მოძიებულ საცხოვრებელ ფართებს, რომლებიც, პირველ რიგში, აკმაყოფილებს უსაფრთხო გარემოში ყოფნას, შესთავაზებს კონკრეტულ დევნილ მოსახლეობას. მათი თანხმობის შემთხვევაში უპირობოდ, გადაუხედავად მოხდება განსახლება“, - განუცხადა სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დავით გურამიშვილმა „იმედის კვირას“.