ნანი ბრეგვაძემ გადაცემაში „ნოესთან“ ოკუპაციაზე ისაუბრა. მომღერალი აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების გამო ძალიან ბრაზობს.
„ძალიან განცდაში ვარ დღემდე. ისე ვბრაზობ. სურვილი მქონია წავსულიყავი, შევსულიყავი იქ, სადაც უნდა შეხვიდე და მეთქვა: აი რა გინდათ ჩვენგან? რას გაძლევთ ეს? „ნაგლობაა“ და თუ შენ გადახვედი შენს მიწაზე გიჭერენ და გტანჯავენ და ისინი კი მოდიან და მოდიან. თქვენ იცით, რომ რუსეთში ამდენი ამბავი ხალხმა არ იცის? არავინ იცის, როგორ იქცევიან ისინი. ხალხი ერთმანეთში არ უნდა იყოს ცუდად. მთავარია ხალხი. ის ხალხი, ვინც მოდის და მიდის, სადაც არიან, დიდხანს არ ჩერდებიან. ხალხი კიდევ ამ ყველაფერს ხედავს“, - ამბობს ბრეგვაძე.