„სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 24 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება“, - ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
„ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, ფეიქართა და ქსნის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის, მონადირის, ავშნისა და ფირცხალავას ქუჩების მოსახლეობას. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, მანჯგალაძისა და ჩაქვის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, მაჭავარიანის, ჭოველიძის, შანიძის, ხორავას, ჯანაშიას, მელიქიშვილის, თარხნიშვილის, გურგულიას, ტატიშვილის, ყაზბეგის, სვანიძის, ბაქრაძისა და გუდაურის ქუჩების მოსახლეობას. 09:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელბაქიძის აღმართის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შანიძის, ხორავას, ჯანაშიასა და მელიქიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, ვერესა და სატივეს ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეურნეობისა და სოფელ დიდი ლილოს მოსახლეობას.
ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტილკეს, რაინეგსის, ბარონ დე ბაის, სტივენსისა და ჰუბერტის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კვერნაძის ქუჩის მოსახლეობას.
გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის, გლდანის VII მიკრორაიონის, კობახიძის, პაიჭაძისა და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.