logo_geo
eng_logo
პრემიერი: თანადგომასა და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ქალბატონ ქეთევან ლოსაბერიძის ოჯახსა და ახლობლებს
- +

23 იანვარი. 2022. 23:51

 

 

ირაკლი ღარიბაშვილი მშვილდოსან ქეთევან ლოსაბერიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. პრემიერ-მინისტრი ოლიმპიური ჩემპიონის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

 

„ქალბატონი ქეთევანი გახლდათ ერთადერთი ევროპელი ქალი ოლიმპიური ჩემპიონი მშვილდოსნობაში, ასევე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში, ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი და ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში და არაერთი პრიზის მფლობელი. მისმა ბრწყინვალე სპორტულმა კარიერამ შორს გაუთქვა სახელი ქართულ სპორტს, მთლიანად ჩვენს ქვეყანას.

 

ამ მძიმე წუთებში, თანადგომას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ქალბატონი ქეთევანის ოჯახსა და ახლობლებს“, - აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.

 

ლეგენდარული ქართველი მშვილდოსანი, ქეთევან ლოსაბერიძე 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner