logo_geo
eng_logo
Pfizer-ის ხელმძღვანელი: კორონავირუსის საწინააღმდეგო ყოველწლიური ვაქცინაცია უფრო სასურველია, ვიდრე გამაძლიერებელი დოზების ხშირი გამოყენება
- +

24 იანვარი. 2022. 02:43

 

 

ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ყოველწლიური ვაქცინაცია უფრო სასურველია, ვიდრე გამაძლიერებელი დოზების ხშირი გამოყენება.

 

კითხვაზე, ხედავს თუ არა გამაძლიერებელი დოზების ყოველ ოთხ-ხუთ თვეში რეგულარულ საფუძველზე გამოყენებას, Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა უპასუხა:

 

„ეს არ იქნება კარგი სცენარი. რისი იმედიც მაქვს არის ის, რომ გვექნება ვაქცინა, რომლის მიღება წელიწადში ერთხელ მოგვიწევს. წელიწადში ერთხელ - უფრო ადვილია ხალხის დარწმუნება ამის გაკეთებაში. ხალხისთვის ეს ადვილი დასამახსოვრებელია. ასე რომ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზრისით, ეს იდეალური სიტუაციაა. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა შევქმნათ ვაქცინა, რომელიც „ომიკრონსა“ და სხვა ვარიანტებსაც მოიცავს“.

 

ალბერტ ბურლას თქმით, ვირუსი არ აღმოიფხვრება და მსოფლიოს მასთან ერთად წლების განმავლობაში ცხოვრება მოუწევს.

 

„რამდენიმე თვეში ნორმალურ ცხოვრებას უნდა დავუბრუნდეთ. გაგრძელდება ისეთი ანომალიები, როგორიცაა „ომიკრონი“, რომლის გაკონტროლებასაც ჩვენ შევძლებთ. Pfizer-ი „ომიკრონი“ ვარიანტის წინააღმდეგ ვაქცინაზე მუშაობს, თუმცა ახალი ვარიანტები გაჩნდება“, - აღნიშნა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner