logo_geo
eng_logo
ოლაფ შოლცი: აღმოსავლეთ ევროპის ახალი სახელმწიფოების NATO-ში გაწევრიანება დღის წესრიგში ახლა საერთოდ არ დგას
- +

24 იანვარი. 2022. 10:20

 

„აღმოსავლეთ ევროპის ახალი სახელმწიფოების NATO-ში გაწევრიანება დღის წესრიგში ახლა საერთოდ არ დგას - რას ემსახურება რუსეთის ეს მოთხოვნა? ასეთი გარანტია არ შეიძლება იყოს“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გაზეთ „Süddeutsche Zeitung“-თან ინტერვიუში.

 

„ევროპაში უსაფრთხოება და თანამშრომლობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ გავლენის ზონების იდეა არ არის, რომელიც ქვეყნებს საკუთარი განვითარების განსაზღვრას უკრძალავს“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

 

უკრაინის საზღვართან არსებულ ვითარებაზე საუბრისას, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ვითარება ძალიან სერიოზულია.

 

„არ შეიძლება იმის უგულებელყოფა, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან დაახლოებით ასი ათასი სამხედრო შეაგროვა. ამის გონივრული ახსნა-განმარტება არ არსებობს. ეს ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

 

ოლაფ შოლცის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, რუსეთს დიდი ფასის გადახდა მოუწევს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner